გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ 200 აღმზრდელ-პედაგოგი გადაამზადა.
როგორც სააგენტო იტყობინება, ეს აღმზრდელთა გადამზადების პირველი ეტაპია და პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიზანი ყველა პედაგოგების გადამზადება და პროფესიული განვითარებაა.
„ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა წარმატებით ჩააბარეს ტესტირება და სერტიფიკატები მიიღეს. განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ ტრენინგ-მოდულს ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ბაღებში დასაქმებული ყველა აღმზრდელი გაივლის“, - ნათქვამია გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით 2020 წლის 30 ივნისს დამტკიცდა.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 63 ბაღი, სადაც 6 000-მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი ირიცხება და 401 აღმზრდელი მუშაობს.
იხილეთ ასევე:
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები