სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, ბავშვის უფლებათა ნაწილში არსებულ მდგომარეობას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სახალხო დამცველის აპატრატის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს და უწყებათა უფლებამოსილების შესაბამისად, ეფექტური რეაგირების მიდგომებს შეიმუშავებს, - ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე, 25 აპრილს, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთევან სოხაძეს შეხვდა. შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვის უფლებების გარანტიების უზრუნველყოფის, ასევე ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„მხარეები, გარდა კონკრეტული საკითხების კოორდინირებულად გადაწყვეტისა, ითანამშრომლებენ როგორც ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების, ისე საგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, ასევე ერთმანეთთან კოორდინაციით შეიმუშავებენ მეთოდოლოგიურ მასალებს ბავშვის უფლებათა რეალიზების ნაწილში“, - აღნიშნავს ხარისხის განვითარების ცენტრი, რომელიც საბავშვო ბაღების ავტორიზაციის საკითხს კურირებს.
იხილეთ ასევე:
სკოლამდელი დაწესებულებების 4 დარგის სპეციალისტთა შერჩევა 15 მაისამდე უნდა მოხდეს