დაკვირვება პატარა ბავშვებთან კომუნიკაციაში შესვლის საუკუთესო გზაა, - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პუბლიკაციაში „პოზიტიური მშობლობა“ და კონკრეტული მაგალითებით არის ახსნილი, თუ როგორ უნდა დააკვირდეს და დაელოდოს ბავშვს მშობელი თუ აღმზრდელი.
დედა შეეცადა პატარასთან ეთამაშა, მაგრამ ვერ შეძლო. ის მხოლოდ კუბიკებს ურტყამდა ერთმანეთს და არაფერს ამბობდა. მაგრამ დედა უფრო მშვიდად და კარგად რომ დაკვირვებოდა, დაინახავდა, რომ ბავშვი სამჯერ შემოხედა, როდესაც კუბიკებს ერთმანეთზე ურტყამდა, ეს უკვე კომუნიკაციაა!
დალოდება კომუნიკაციის და ენის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხერხია. დალოდება არა მხოლოდ ბავშვის ინიციატივას ახალისებს, არამედ მას ასევე აძლევს დროს პასუხის გასაცემად ან რაიმეს სათხოვნელად. როდესაც ელოდები, შენ ბავშვს აძლევ დროს გამოიჩინოს ინიციატივა და ჩაერთოს აქტივობაში.
დედა ძალიან ცდილობდა 4 წლის ძალიან მორცხვი გოგონა აელაპარაკებინა ძერწვის აქტივობისას. ამიტომ მას ძალიან ბევრ შეკითხვებს უსვამდა: „რა, ფერია, ეს? რის გაკეთებას აპირებ ამისგან? მოგწონს ამით თამაში?“. გოგონა დედას პასუხს არ სცემდა. მნიშვნელოვანია, დედა შვილს დაელოდოს და მისცეს დრო მასალის „გამოსაკვლევად“ და კომუნიკაციის ინიცირებისათვის. ამისათვის დედამ:
► უნდა შეწყვიტოს ლაპარაკი
► წინ გადმოიხაროს
► და ინტერესით დაელოდოს
უფროსები, როგორც წესი, ერთ წამს აძლევენ ბავშვებს პასუხის გასაცემად, შემდეგ კი შეკითხვის გამეორებას, გადასხვაფერებას იწყებენ ან თავად სცემენ პასუხს შეკითხვაზე. 1 წამი ძალიან, ძალიან ცოტა დროა. სანამ ბავშვი პასუხს გაგცემთ, დაითვლეთ გულში 10-მდე, ნუ გააკეთებთ ნურაფერს, შეხედეთ ბავშვს ინტერესით, არ დაილაპარაკოთ, სანამ ბავშვი ინციატივას არ გამოიჩენს ან სანამ არ მიგითითებთ, რა აინტერესებს. ცხადია, ყველა ბავშვის შემთხვევაში, გულში 10-მდე დათვლის საჭიროება არ დგას, მაგრამ საკმაოდ ბევრი ბავშვის შემთხვევაში ამ სტრატეგიას დიდი ძალა აქვს.
იხილეთ ასევე: