დღის თემა
etaloni.ge
„არასოდეს ასწავლოთ ბავშვს, როგორ იხატება ესა თუ ის საგანი“ - რეკომენდაციები ბაღის აღმზრდელებსა და მშობლებს
29.04.2023

„არასოდეს ასწავლოთ ბავშვებს ხატვა, არასოდეს აჩვენოთ, როგორ იხატება ესა თუ ის საგანი, ნუ ეტყვით ბავშვს, რომ რაღაც სწორად დახატა  ან რაღაც არასწორად, ხატვის სწავლის საუკეთესო საშუალება ნატურიდან ჩანახატების კეთებაა“, - აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების ამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მომზადებულ „მშობლისა და აღმზრდელის წიგნში“.

ბავშვები ხშირად აოცებენ უფროსებს თავიანთი უნარით გააკეთონ რეალისტური ჩანახატები. ბაღის აღმზედელმა და მშობელმა შეიძლება გაიკვირვონ, როგორ შეძლებს 3­4 წლის, თუნდაც 5­6 წლის ბავშვი ჩანახატის გაკეთებას.

თავად სცადეთ: პირველ რიგში, ბავშვთან ერთად აირჩიეთ დასახატი საგანი. დაიწყეთ შედარებით მარტივი საგნებით. ბავშვებს უფრო მეტად  უადვილდებათ პატარა საგნების ხატვა, ვიდრე დიდის. მაგალითად, დამწყებთათვის უფრო მარტივია დახატონ სათამაშო მანქანის ბორბალი და არა მთლიანად მანქანა. დასვით ბავშვი სახატავად ისე, რომ მან ადვილად შეძლოს დასახატი საგნის სხვადასხვა რაკურსით დათვალიერება, ხელით შეხება.

მას შემდეგ, რაც ბავშვთან ერთად შეარჩევთ დასახატ საგანს, დაეხმარეთ მას შემდეგნაირად:

► დაუსვით ბავშვს ისეთი შეკითხვები, რომელიც გამოავლენს მის ცოდნას საგნის შესახებ, მაგალიტად, „რა ჰქვია ამას? რისთვის ვიყენებთ ამას?“

► ბავშვს მუშაობა გაუადვილდება, თუ მის ყურადღებას მივმართავთ ფურცლისკენ და ვკითხავთ: „სად დახატავ? ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა, ბავშვი რა ადგილს აირჩევს, შეგიძლია დაადო ფანქარი იმ ადგილზე, სადაც აპირებ ნახატის დაწყებას?“

► დაუსვით ბავშვს შეკითხვები, რათა მოუვიდეს აზრები ამ საგანთან დაკავშირებით. მაგალითად, „როგორი ფორმა აქვს ვაშლს?“ „შეგიძლია, ჰაერში შემოხაზო ეს ფორმა?“, „რას გაგონებს ვაშლი?“, „როგორ არის ვაშლი დამაგრებული ხეზე?“ და ა.შ.

► დაუსვით ბავშვს ისეთი შეკითხვები, რომლებიც დაეხმარება იმის გააზრებაში, თუ როგორ უნდა გადაიტანოს ის, რასაც ხედავს, წერტილებად და ხაზებად ქაღალდზე: „როგორ დახატავ ვაშლის ფორმას? სად გაუკეთებ ყუნწს?“

► ნატურიდან ჩანახატების კეთებისას ადრეული ასაკის ბავშვები ნატურას ისეთ დეტალებს ამატებენ, რომელიც მას არ აქვს რეალობაში. გახსოვდეთ, ბავშვები ხატავენ არა მხოლოდ იმას, რასაც ხედავენ, არამედ იმასაც, რაც იციან საკუთარი გამოცდილებიდან. ნუ აღიქვამთ ამას, როგორც მის შეცდომას.

► წაახალისეთ ბავშვი დახატოს საკუთარი, თქვენი ან ოჯახის სხვა წევრების პორტრეტები. მოიმარაგეთ მარტივი ფორმის ნივთები: ფინჯანი, პატარა ჩაიდანი, ასევე ვაშლი, მსხალი და წაახალისეთ ბავშვი, რომ დახატოს.

►სთხოვეთ ბავშვს, დახატოს თავისი ოთახი, საწოლი, საყვარელი ნივთი და ა.შ.

იხილეთ ასევე:

როდესაც ბავშვი აშენებს კოშკს, ჩაებით თამაშში - როგორ ვასწავლოთ პატარას პრობლემების გადაჭრა და მოქნილი აზროვნება

რას და როგორ ხატავს ბავშვი, რომელსაც ემოციურად უჭირს

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი