ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სხვადასხვა სიახლეა. რიგ რეგიონებში საბავშო ბაღის აღმზრდელები ტრენინგებს გადიან, ბაღების ნაწილს ახალი სასწავლო რესურსები ურიგდება, ზოგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში კი მონიტორინგი მიმდინარეობს.
იხილეთ სიახლეები მუნიციპალიტეტების მიხედვით:
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ საბავშვო ბაგა-ბაღებს საბავშვო ლიტერატურა შეუძინა და აღმზრდელებს მეთოდური წიგნები გადასცა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღს საკანცელარიო ნივთები გადაეცა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდა-განათლების ცენტრის ადმინისრტრაციასა და საბავშვო ბაღების აღმზრდელებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის თემაც „ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვა“ გახლდათ და „გაიმართა დისკუსია, როგორც საბავშვო ბაღების საჭიროებებზე და გამოწვევებზე, ისე სამომავლო პერსპექტივებზე“.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველში აქტიურად მიმდინარეობს საბავშო ბაღის ეზოს მოწყობა, რომლის ღირებულებაც 72 500 ლარს შეადგენს. ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ საბავშვო ბაღის თანამშრომელთა შესარჩვად კონკურსი გამოაცხადა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი და მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი პერიოდულად ახორციელებს ვიზიტს საბავშვო ბაგა-ბაღებში. მონიტორინგის ჯგუფი სტანდარტით გათვალისწინებული, მათ მიერ შედგენილი კითხვარით სარგებლობს. საბავშვო ბაღებს ასევე ამოწმებს უსაფრთხოების სპეციალისტი.
ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაცია მონიტორინგს ატარებს მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო საბავშვო ბაღებში.
ზუგდიდის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა თანამშრომლებმა მუნიციპალურ ტრანსპორტში 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.
იხილეთ ასევე:
როგორ უნდა მოიქცეს ბაღის აღმზრდელი, როდესაც ბავშვები სათამაშოების გამო ჩხუბობენ