დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებს ლეპტოპები გადაეცათ - სკოლამდელი დაწესებულებები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მოდულში ჩაერთვებიან
25.04.2023

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების დირექტორმა ნატა რუაძემ მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საბავშვო ბაგა-ბაღს ლეპტოპები გადასცა.

გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, კომპიუტერი ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მენეჯერს მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მოდულში სამუშაოდ, ელექტრონული კანცელარიის საწარმოებლად  დასჭირდება, რომელშიც სულ მალე ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი ჩაერთვება.

„ჩვენ აქტიურად ვიწყებთ ყველა სააღმზრდელო დაწესებულების ჩართვას მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პორტალზე, რადგან ელექტრონული საქმისწარმოების გამარტივების პროცესის დანერგვა ხელს შეუწყობს შრომითი და მატერიალური რესურსის დაზოგვას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში,"- განაცხადა ნატა რუაძემ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 37 საბავშო ბაღია, სადაც დასაქმებულია 96 აღმზრდელი და 89 აღმზრდელის თანაშემწეა.

იხილეთ ასევე:

„ბავშვს ბაღში სკამისა და ჭურჭლის მიტანა აღარ დაევალება?“ - კითხვა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს

ბაღებისთვის, სადაც მშობლებს სკამების მიტანას სთხოვდნენ, ბიუჯეტიდან 222 780 ლარი გამოიყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი