დღის თემა
etaloni.ge
ახალ საბავშვო ბაღში 250 აღსაზრდელს მიიღებენ და 50-მდე მოქალაქეს დაასაქმებენ
24.04.2023

თბილისს შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი სკოლამდელი დაწესებულება შეემატება - N108 ბაგა-ბაღი კრწანისის რაიონში, ორთაჭალის ქუჩაზე შენდება.

პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

დედაქალაქის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი, მშენებლობის პროცესს, მერის მოადგილე კახა გულედანთან, კრწანისის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო.

„ორთაჭალის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა სტანდარტით, მათ შორის კვების, სახანძრო უსაფრთხოებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით. შენობა ადაპტირდება შშმ პირთათვის, გამწვანდება ეზო და განთავსდება სათამაშო მოედნები. საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე აღსაზრდელი შეძლებს. დასაქმდება 50-მდე მოქალაქე. პროექტის ღირებულება 4 450 000 ლარია“, - იუწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.

იხილეთ ასევე:

ბაგა-ბაღების ახალი ხელმძღვანელი აქციაზე გამოჩნდა

საბავშვო ბაღის საუცხოო ეზო - „ეს იქნება ჯგუფის ერთობის ადგილი, სადაც ბავშვები ერთმანეთს საკუთარ აზრებს გაუზიარებენ“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი