დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა შეიცვალოს საბავშვო ბაღმა ადგილმდებარეობა და მოუწევს თუ არა ამისთვის თანხის გადახდა - დოკუმენტში გაწერილი დეტალები
26.04.2023

საბავშვო ბაღს უფლება აქვს შეიცვალოს ადგილმდებარეობა, თუმცა ამისთვის განცხადებით უნდა მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც სკოკამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს კურირებს.

„ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება უფლებამოსილია შეიცვალოს პროგრამის განხორციელების ადგილი/ფართი, რისთვისაც განაცხადით უნდა მიმართოს ცენტრს.

პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილება გულისხმობს პროგრამის განხორციელებას ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში მითითებული ადგილისგან განსხვავებულ ადგილას, ხოლო ფართის ცვლილება გულისხმობს ავტორიზაციის გადაწყვეტილებაში  მითითებულ ადგილზე ფართის გაზრდას ან შემცირებას.

პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების ან ცვლილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების შესახებ განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.

პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილება უფასოა“, - აღნიშნულია პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების წესში.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებმა უნდა გაარკვიონ, რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად - ახალი ეტაპი იწყება

სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი