დღის თემა
etaloni.ge
მსახიობები საბავშვო ბაღებში სპექტაკლებს მართავენ
24.04.2023

ქალაქ ფოთის მე-17 საბავშვო ბაღს ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული თეატრის მსახიობები, - ნინო პაჭკორია, ელგუჯა ქარაია და თემურ გოგინავა საბავშვო თეატრალური სტუდიის აღსაზრდელებთან  ერთად ესტუმრნენ და სცენაზე  ზღაპარ „კომბლეს“ გმირები გააცოცხლეს, რამაც პატარების დიდი ინტერესი და ოვაცია გამოიწვია.

სტუმრებმა  ბავშვებს ზღაპრებიც წაუკითხეს და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

როგორც ფოთის საკრებულო სოციალური ქსელის საშუალებით იუწყება, მსგავსი ღონისძიებები, გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივითა და საკრებულოს მხარდაჭერით, პერიოდულად სხვა საბავშვო ბაღებშიც გაიმართება.

იხილეთ ფოტოები:

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი