თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანი დედამიწის დღესთან დაკავშირებით, N199 საბავშვო ბაგა-ბაღში გამწვანების აქციაში ჩაერთო.
თემატური აქტივობა, რომელიც მეთოდოლოგიით არის გათვალისწინებული, ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან ერთად დაიგეგმა. პატარებმა მშობლებთან და სტუმრებთან ერთად „ირმის რქის“, ვაზისა და ყვავილების 50-მდე ნერგი დარგეს.
როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო იუწყება, N199 ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულაში“ ყოველწლიურად იმართება გამწვანების აქციები მშობლებისა და აღსაზრდელების მონაწილეობით, რომელსაც, ამჯერად, სააგენტოს ხელმძღვანელი, მოადგილესთან და საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელთან ერთად შეუერთდა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, გოგი ჩიქოვანმა ბაგა-ბაღის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პერსონალსაც გაეცნო.
იხილეთ ასევე:
ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა დირექტორებთან გამოწვევებზე საუბარი დაიწყო