რას მოიცავს სწორი კვება?
„სწორი კვება არის ის, რომ მოზარდის ყოველდღიური რაციონში უნდა იყოს დაახლოებით 50% ბოსტნეული, 30%-ხილი და 20% - ცილა, ცხიმები, ნახშირწყლები. შესაბამისად, აქედან ძირითადად უნდა იყოს რძე და რძის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები და სასურველია, რომ საკვები იყოს იმ დღის მომზადებული. ჩვენი, ექიმების მთავარი სლოგანი და რჩევა უნდა იყოს ეს, რომ ჩვენი მომავალი თაობა მაქსიმალურად გადავარჩინოთ პროდუქტების მავნე ზემოქმედებისაგან“, - ამბობს თემურ მიქელაძე.
ცნობილი პედიატრი აცხადებს, რომ სწრაფი კვების პროდუქტები მავნეა, თუმცა რადგან აკრძალული არ არის, შეიძლება ბავშვს იშვიათად მივცეთ.
„სწრაფი კვების პროდუქტები არის მავნე... კი, ბატონო, კვირაში ერთხელ მიირთვით, მაგრამ კვირაში 5-6 დღე მიიღეთ სწორი, ბალანსირებული საკვები პროდუქტები“, - ამბობს ექიმი.