დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღში მასწავლებლისა და აღსაზრდელის ურთიერთობის ხარისხი სკოლაში მიღწევებს განაპირობებს - კვლევის შედეგები
25.04.2023

განათლების ფსქიოლოგიის მკვევარები, ბრიჯიტ ჰარმემ და რობერტ პიანტი საბავშვო ბაღიდან მერვე კლასის ჩათვლით ბავშვებს დააკვირდნენ. კვლევა ერთ-ერთი რაიონის პატარა სკოლაში ჩატარდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საბავშვო ბაღში მასწავლებლისა და აღსაზრდელის ურთიერთობის ხარისხი - ბავშვთან კონფლიქტის დონე, მასწავლებელზე ბავშვის დამოკიდებულებისა და ბავშვის მიერ მასწავლებლის მიმართ გამოხატული სიყვარული, -  მე-8 კლასში განაპირობებს აკადემიურ და ქცევის გარკვეულ შედეგებს, მით უფრო იმ მოსწავლეებში, რომლებსაც ქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

მოსწავლეების სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, კოგნიტური შესაძლებლობებისა, და ქცევის შეფასების გათვალისწინებით, მასწავლებელთან ურთიერთობა სკოლაში მიღწევების გარკვეული ასპექტების წინაპირობაა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მასწავლებელსა და ბავშვს შორის ადრეული ურთიერთობის ხარისხსა და სკოლაში მიღწევებს შორის დამოკიდებულება, შესაძლოა, ძლიერი და მუდმივი იყოს. დიდი სიზუსტით ჩატარებული კვლევის შედეგების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ადრეულ ასაკში ქცევასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, სკოლის გვიანდელ პერიოდში გაცილებით ნაკლები პრობლემები აქვთ, თუკი მასწავლებლები მათი საჭიროებების მიმართ სენსიტიურები იყვნენ. 

იხილეთ ასევე:

„ქვეყანაში არ არსებობს ბაღისა და სკოლის კავშირი, არ მიჰყავთ ბაღის ბავშვები მომავალ სკოლაში, არ აცნობენ სივრცეს“ - ნანა დიხამინჯია

სად და როგორ უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია, თუ საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყება გსურთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი