საერთაშორისო პოლონურმა ასოციაციამ „კივიტას გეორგიკამ“, რომელიც საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის პარტნიორია და პროექტს, - „თითოეული ბავშვისათვის - სკოლამდელი განათლების ადგილობრივი პოლიტიკის მხარდაჭერა“, ახორციელებს, ანგარიში და მომავლის გეგმების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
პოექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები:
► 20 საბავშვო ბაღში მოეწყო რესურს ოთახები;
► 14 საბავშვო ბაღის ეზოები მოეწყო პერსონალისა და მშობლების მონაწილეობით;
► 10 სხვადასხვა თემაზე გაიმართა ონლიან ვებინარები რომელთა საერთო ნახვებმა 100000 მიაღწია;
► მომზადდა 8 თემატური პოდკასტი რომელთა ნახვებმა სოციალურ ქსელებში 23000 გადააჭარბა;
► სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პერსონალისათვის და ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა 3 ტრენინგი და 1 სემინარი რომლებშიც ჯამში 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა;
► სკოლამდელი სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის მოეწყო ვიზიტი პოლონეთში.
2023 წლის 20 აპრილს ორგანიზაციამ მორიგი შეხვედრა გამართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროექტში მონაწილე მუნიციპალიტეტების სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილეს.
2023 წელს პროექტის ძირითადი მიმართულებები:
► 80 საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურის შეფასება, მათი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან, ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობა, პანდუსების მოწყობა;
► თემატური ტრენინგების ჩატარება აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის;
► საბავშვო ბაღებში ბავშვთა ფიზიკური განვითარების გარემოს გაუმჯობესება;
► ბავშვთა ფიზიკური განვითარების მნიშვნელობის თემაზე შეხვედრები მშობლებთან, მათთვის მეთოდური მასალების მომზადება;
► საქართველოს სკოლამდელი განათლების ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერის ფარგლებში ასოციაციის სტრატეგიის გადახედვა/განახლება;
იხილეთ ასევე: