დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 100 ტენდერი გამოცხადდა და მხოლოდ 19 ხელშეკრულება გაფორმდა
23.04.2023

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც საბავშვო ბაღების მშენებლობაზეც იყო საუბარი.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიმდინარე წელს, საბავშვო ბაღების მშენებლობის ახალი პროგრამა დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

ფონდი, პირველ ეტაპზე, 135 ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო და 100 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით 100-ზე მეტი საბავშვო ბაღის ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის საორიენტაციო ღირებულება 300 მილიონ ლარამდეა, აქედან 19 საბავშვო ბაღზე გამოვლენილია გამარჯვებული და გაფორმებულია ხელშეკრულება, ხოლო 12 საბავშვო ბაღზე მიმდინარეობს შეფასების პროცედურები.

იხილეთ ასევე:

10 მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმა - სად ჯდება სკოლამდელი დაწესებულება ყველაზე ძვირი

ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა დირექტორებთან გამოწვევებზე საუბარი დაიწყო

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი