გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, თუმცა ამ დრომდე შენობა დაკეტილია და არ ფუნქციონირებს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მედია „მოზაიკა“ ავრცელებს.
მშენებლობა თითქმის სამი წელი მიმდინარეობდა, თუმცა უცნობია როდის გახდება შესაძლებელი საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
„ჯერჯერობით ჩვენს ბალანსზე არ გადმოცემულა შენობა, გარკვეული პროცედურებია დარჩენილი. როგორც კი ჩვენ ჩაგვბარდება, მაშინ გაიხსნება. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, ეს როდის იქნება“ - განუმარტეს მედიას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.
აღნიშნული სააგენტო რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ მეჯვრისხევში ბაღი ფუნქციონირებას აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყებდა.
იხილეთ ასევე: