დღის თემა
etaloni.ge
„თბილისის საბავშვო ბაღის მეთოდისტები, აღმზრდელები და დირექტორები რეგიონებისას ბევრად ჩამორჩებით“ – სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი აქტივობებზე
21.04.2023

თბილისის 196-ე საბავშო ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, ნანა ქაშიბაძე, რომელიც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრი იქნება, სოციალურ ქსელში საბავშვო ბაღებში იმ აქტივობებს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის ყველა წევრს ერთი და იგივე ფერის სამოსი აცვია და ბაღი ამით თავს იწონებს.

„იმ ეტაპზე, როცა საბავშვო ბაღებში ახალ მიდგომებს და სტანდარტებს ვგეგმავთ, მთავრობის 76 -ე დადგენილებას ვსწავლობთ, სოციალურ ქსელში თავს იწონებს ფოტოები „ღია გაკვეთილებიდან“, სადაც მთელ ჯგუფს თეთრი პერანგები ან ერთნაირი ფორმები აცვიათ... როდემდე უნდა ვიაროთ 1 ნაბიჯით წინ და 2 ნაბიჯით უკან?! განათლების ხარისხის მართვის ცენტრში დღეს რეგიონებიდან ჩამოსულ გაერთიანებების მეთოდისტებს, აღმზრდელებს და დირექტორებს პირისპირ ვესაუბრე და დედაქალაქში ბევრად ჩამორჩებით“, - წერს სკოლამდელი აღზრდის განათლების სპეციალისტი.

„მე განახებდით ჩემი ბავშვის „საახალწლო ზეიმს“ იმის დასტურად, თუ რამხელა სტრესს იღებენ ბავშვები და მშობლები, მაგრამ ამით სისტემაში არაფერი შეიცვლება. მხოლოდ ერთი უმუშევარი მასწავლებელი მიემატება ისედაც გამწარებულ და გაღატაკებულ საზოგადოებას“, „სამწუხაროდ, რეგიონებში ისეთი ბაღებიც მოიძებნება, სადაც ბაღის დირექტორიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული ქართულად გამართულად ვერ მეტყველებენ, არადა, ქართული ბაღის თანამშრომლები ჰქვიათ და რომელ სტანდარტზე ვსაუბრობთ?! ნუ შევადარებთ ქალაქს და რაიონს, ყველგანაა ძლიერი და სუსტი კადრი, თუმცა ვიმედოვნებ, ძალიან მალე შეიცვლება სიტუაცია, იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით უნივერსიტეტებში და პროფესიულ კოლეჯებში გაჩნდა ადრეული და სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგების კურსები“, - პასუხობენ ნანა ქაშიბაძეს.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის აღმზრდელი: „მთელი წელი ზეიმების მომზადების პროცესში ვართ, საგაზაფხულო მოვრჩით და ახლა წლის დამამთავრებელზე გადავდივართ“

როგორ ზეიმებს მართავენ იტალიისა და გერმანიის საბავშვო ბაღებში -„მხოლოდ სანტას ერთნაირი ქუდებით თუ მიხვდები, რომ საშობაო ზეიმია“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი