აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გარემოსდაცვით კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა
აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2022“-ში პირველი ადგილი დაიკავა.
მას სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისათვის ფულადი ჯილდო - 5000 ლარის ოდენობით გადაეცემა. გარდა ამისა, სკოლა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს რჩეულთა შორის მოხვდა. შეეგად მათ ვაუჩერი გადაეცათ.
სკოლაში მიღწეული შედეგით ამაყობენ და ეკოკლუბს მომავალშიც დიდ წარმატებას უსურვებენ.
სასკოლო პრემიის ფინალი თბილისში გაიმართა. ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 32 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.