ქალაქ ახალქალაქის N1 საბავშვო ბაღში სამყაროს აღმოჩენის ერთ-ერთი აქტივობა, „ლამაზი აივანი“ ჩაატარეს.
აღმზრდელმა, მარიამ გინოსიანმა ჯერ ჯგუფში, კომპიუტერში დაათვალიერებინა პატარებს მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და გამორჩეული აივნები, შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში გაიყვანა, სადაც ერთად დაათვალიერეს აივნები, გადაიღეს ფოტოები, შეადარეს ერთმანეთს, რომელი აივანი იყო უფრო ლამაზი, დიდი, პატარა და ა.შ. შემდეგ კი ესტუმრნენ სკოლას, რომელსაც გრძელი აივანი აქვს.
იხილეთ ფოტოები: