დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღის მეთოდისტმა უნდა იზრუნოს, რომ აღმზრდელებმა ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენონ
21.04.2023

კურიკულუმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ბაღის ყველა რგოლის შეთანხმებული მუშაობა და პასუხისმგებლობების გადანაწილება.

კურიკულუმის მეთოდური სახელმძღვანელოს მიხედვით, ბაღის დირექტორის/მენეჯერის პასუხისმგებლობაა კურიკულუმის სრულყოფილად დანერგვა, რადგან ბაღის, როგორც დაწესებულების მართვასთან ერთად, საგანმანათლებლო პროცესსაც ხელმძღვანელობს და აღმზრდელებს საკუთარი პრაქტიკის წარმატებით განხორციელებაში ეხმარება.

საბავშვო ბაღის დირექტორმა უნდა აწარმოოს ყოველდღიური კომუნიკაცია მეთოდისტთან, კვირაში ერთხელ – შეხვედრა აღმზრდელებთან კურიკულუმის განხორციელებასთან დაკავშირებით. იზრუნოს აღმზრდელებისთვის საჭირო მასალებზე, მათ პროფესიულ გაძლიერებაზე.

ბაღში მეთოდისტის არსებობის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობაა აღმზრდელებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, საგანმანათლებლო პროცესზე დაკვირვება, საჭიროებების დადგენა, შეხვედრების ორგანიზება, სადაც აღმზრდელებს მოკლევადიანი გეგმების განხილვისა და საკუთარი პრაქტიკის რეფლექსიის საშუალება ექნებათ. კურიკულუმის მიხედვით, აღმზრდელებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული ბავშვებთან არასაკონტაქტო დრო. მეთოდისტმა კი უნდა  იზრუნოს, რომ აღმზრდელებმა ნაყოფიერად გამოიყენონ ეს დრო – მოამარაგოს ისინი მეთოდური მასალებით, დროდადრო ორგანიზება გაუწიოს საინფორმაციო შეხვედრებს აღმზრდელებისთვის საინტერესო თემატიკაზე, მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებთან დაკავშირებით.

მეთოდისტმა უნდა იცოდეს ჯგუფებში მიმდინარე თემებისა თუ პროექტების შესახებ და შესაბამისი რესურსის მოძიებაში დაეხმაროს აღმზრდელებს. მეთოდისტი ასევე უნდა დაეხმაროს აღმზრდელებს კოლეგებთან ან მშობლებთან წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. ამ მიზნით მან შესაძლოა, ჩანიშნოს ინდივიდუალური შეხვედრა. მეთოდისტმა ასევე გარკვეული სიხშირით უნდა აწარმოო დაწესებულების საგანმანათლებლო პროცესის შიდა მონიტორინგი, შეადგინოს საჭიროებები და ბაღის ადმინისტრაციისა და საგანმანათლებლო პერსონალის ჩართულობით იზრუნოს გამოწვევების მოგვარებაზე.

იმ შემთხვევაში, თუ ბაღს მეთოდისტი არ ჰყავს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პასუხისმგებლობებს ბაღის დირექტორი/მენეჯერი ითავსებს. შესაბამისად, ბაღის, როგორც დაწესებულების მართვასთან ერთად, იგი საგანმანათლებლო პროცესსაც ხელმძღვანელობს და აღმზრდელებს საკუთარი პრაქტიკის წარმატებით განხორციელებაში ეხმარება.

იხილეთ ასევე:

რეკომენდაციები ბაღის აღმზრდელებს ზოოპარკში ექსკურსიისთვის

საბავშვო ბაღების კურიკულუმის 10 ღირებულება და პრინციპი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი