დღის თემა
etaloni.ge
მშობლების 26,2% უარს ამბობს შვილს შშმ პირის სტატუსი მიენიჭოს - სტიგმა, რომელიც ისევ აქტუალურია
21.04.2023

საქართველოში მაცხოვრებელი 2-17 წლის ასაკის ბავშვების 5.8 პროცენტს აქვს რაიმე სახის ფუნქციური სირთულე. თუმცა, მათგან მხოლოდ 12.6 პროცენტს აქვს ოფიციალურად შშმ პირის სტატუსი, - აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც UNICEF-მა 20 აპრილს გამოაქვეყნა.

აღნიშნული კვლევის მიხედვით, ამის მინიმუმ ორი მიზეზი არსებობს: პირველი, შშმ პირის ოფიციალური სტატუსი ჯერ კიდევ მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე მიენიჭება. მეორე, მშობლების/ოჯახის წევრების საგრძნობი ნაწილი - 26.2% თვლის, რომ ბავშვის შშმ პირის სტატუსი სტიგმასთან ასოცირდება. ამ მიზეზმა, შესაძლოა, გადააფიქრებონოს მათ ბავშვისთვის შშმ პირის სტატუსის მიღება.

მაგალითად, რესპონდენტების 28.4% ნაწილობრივ ან სრულიად ეთანხმება მოსაზრებას, რომ პრობლეურია, ოჯახებმა აღიარონ მათი ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობა. ასევე, 58.1% ნაწილობრივ ან სრულიად ეთანხმება აზრს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრებს შეიძლება, რომ შეხვდეთ პრობლემები დაოჯახების მცდელობისას, 31.5% ფიქრობს, რომ თუ შესაძლებელია, მშობლები დამალავენ ბავშვის შეზღუდულ შესაძლებლობებს, 12.4 პროცენტის აზრით, საზოგადოებაში არის მოლოდინი, რომ შშმ ბავშვები სპეციალურ დაწესებულებებში უნდა ცხოვრობდნენ და 32.8% ფიქრობს, რომ ადამიანები ცდილობენ შშმ ბავშვთან ურთიერთობისგან თავის შეკავებას.

მთლიანობაში, რესპონდენტების 26.1% ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე სტიგმა ვრცელდება. ფუნქციური სირთულეების მქონე ბავშვების მშობლები უფრო მეტი ალბათობით, - 32.3%, იზიარებს ამ მოსაზრებას, ვიდრე სხვა მშობლები - 25.6%.

იხილეთ ასევე:

აუტიზმის ნიშნები 6 თვის ასაკიდან - რაზე ითხოვენ პედიატრი ძმები ყურადღების გამახვილებას

სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნაწილს არ აქვს შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომ ბაღში იარონ

რას ნიშნავს პროფესიონალი აღმზრდელი - მოიწვიეთ სხვა ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსები

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი