დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი ასაკის ბავშვების ნაწილს არ აქვს შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომ ბაღში იარონ
20.04.2023
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბავშვთა კეთილდღეობის შესახებ კვლევა ჩატარდა.

2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, სკოლამდელი ასაკის ბავშვების დაახლოებით 28% საბავშვო ბაღში არ დადის.

კვლევის მიხედვით, სკოლამდელი განათლების საკითხებში დიდი გნასხვავებაა ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებს შორის. ქალაქის ტიპის დასახლებებში, ბავშვების 73.6% დადის სკოლამდელი განათლების საჯარო და 5.8% - კერძო დაწესებულებაში, ხოლო შესაბამისი მაჩვენებლები სოფლად არის 61.7% და 1.1%. სოფლად მაცხოვრებელ ბავშვებს შვიდზე მეტი ალბათობით არ მიუწვდებათ ხელი სკოლამდელ განათლებაზე, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებს. სკოლამდელი განათლების მისაღებად ხელისშემშლელი ფაქტორები გავლენას ახდენს ქალაქში მაცხოვრებელი ბავშვების 1.5% პროცენტსა და სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების 12.4 პროცენტზე. 

სკოლამდელი განათლების ხელისშემშლელ ფაქტორებს შორის ყველაზე ხშირად დასახელდა უბანში ან სოფლად ამგვარი დაწესებულების არარსებობა - 44%. შემთხვევების 15.3 პროცენტში ნახსენები იყო მოსაცდელ სიაში ჩაწერა, ხოლო 15 პროცენტში - პანდემია. შემთხვევების 17 პროცენტში აღინიშნა სხვა მიზეზი, მაგალითად - „მშობელს არ აქვს ბავშვის საბავშვო ბაღში წასაყვანი დრო“.
სკოლამდელი განათლების მისაღებად ერთ-ერთ ხელისშემშლელ პირობად კი ბავშვისთვის შესაფერისი ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის არქონაა დასახელებული და ამ მიზეზით ბაღში არ დადის ბავშვების 4%, ხოლო 4,2% არ ენდობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას.

კოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებით კმაყოფილება მაღალია. იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, ვინც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით. სკოლამდელი განათლების ხარისხით უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა ბავშვების ერთ პროცენტზე ნაკლების მშობელი. განსხვავებები ქალაქისა და სოფლის მიხედვით ამ კუთხით მცირეა... კვლევის პერიოდის მიხედვით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების 68.5% დადიოდა საჯარო საბავშვო ბაღში და 3.8% - კერძო საბავშვო ბაღში," - აღნიშნულია კვლევაში.

იხილეთ ასევე:

ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა დირექტორებთან გამოწვევებზე საუბარი დაიწყო
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი