დღის თემა
etaloni.ge
სად და როგორ უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია, თუ საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყება გსურთ
20.04.2023

საბავშვო ბაღებში დასაქმების საკითხი ერთ-ერთი პრობლემური თემაა. Skolamdelebi.ge-სთან ხშირად ჩივიან ის პირები, ვისაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მუშაობა სურთ და ამბობენ, რომ აღმზრდელად ნაცნობობის გარეშე ვერ დასაქმდები.

ოფიციალურად, საბავშვო ბაღებში დასაქმებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აწარმოებს. დასაქმების მსურველმა უნდა მიმართოს იმ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სადაც დასაქმება სურს და განაცხადი შეავსოს.  

მაგალითად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო, საბავშვო ბაღებში ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში, პერიოდულად აცხადებს კონკურსს, რა დროსაც, აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.

სხვა შემთხვევაში, წლის განმავლობაში, პერიოდულად არსებული ვაკანტური ადგილების დასაკავებლად, მსურველებმა უნდა მიმართონ სააგენტოს კადრების განყოფილებას, სადაც წარადგენენ პირად დოკუმენტაციას. მათ ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა სააგენტოს ვებგვერდზე.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღებში პერსონალის შერჩევის პროცედურები გამჭვირვალე უნდა იყოს - რას ავალდებულებს სკოლამდელ დაწესებულებებს ახალი წესი

საკანონმდებლო აქტები, რომლის ცოდნაც საბავშვო ბაღების მუსიკისა და ცეკვის პედაგოგებს ევალებათ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი