თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად გოგი ჩიქოვანი 10 აპრილს დაინიშნა. ის მანამდე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
„მას ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძღვებოდა. გოგი ჩიქოვანის უშუალო ორგანიზებით, არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. გოგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, გოგი ჩიქოვანი სწორედ ის ადამიანია, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე, ბავშვების უსაფრთხოებას და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად, სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩიქოვანის წარდგენისას.
„გოგი ჩიქოვანი ეტაპობრივად ყველა რაიონის ბაღების დირექტორებს შეხვდება", - იუწყება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო.
იხილეთ ასევე:
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ახალი უფროსი ჰყავს - კახაბერ გვანცელაძე გოგი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა
„არ მიიყვანოთ ბავშვი ასეთ ბაღში“ - „ველური მეთოდები“ და პროგრამაში გაწერილი რჩევები