დღის თემა
etaloni.ge
რას ნიშნავს პროფესიონალი აღმზრდელი - მოიწვიეთ სხვა ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსები
20.04.2023

ადრეული განათლების ხარისხი პირდაპირ არის დაკავშირებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიონალიზმთან, - აღნიშნულია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში.

ამავე სტანდარტის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღმზრდელ-პედაგოგი, ასევე აღმზრდელიც, მუდმივად ეცნობოდნენ სიახლეებს ადრეული განათლების სფეროში, ზრუნავდნენ საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მონაწილეობდნენ ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებში - ტრენინგები, კურსები, კონფერენციები და ა.შ.

რას ნიშნავს პროფესიონალიზმი, როგორ განვსაზღვროთ, რა ცოდნა და უნარები გვჭირდება ჩვენი სამუშაოს წარმატებით შესასრულებლად?

ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, სადაც ასახულია ის ცოდნა და უნარები, რომლებიც დაწესებულების ფარგლებში ბავშვებთან მომუშავე პრაქტიკოსს მოეთხოვება. მოცემული სტანდარტი კარგი რესურსია იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუნდაც რა ტიპის გადამზადება გვჭირდება, რა თემატიკაზე უნდა იყოს ტრენინგი, რომელსაც გავივლით და ა.შ.

პროფესიული განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა კოლეგებთან ან დარგის სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარებაა. შეგიძლიათ ორგანიზება გაუწიოთ ადრეული განათლების თემებთან დაკავშირებულ შეხვედრებს, რომლებიც გარკვეული სიხშირით ჩატარდება, თუნდაც თქვენი დაწესებულების ფარგლებში. მაგალითად, ავიღოთ თემა - ტრანზიცია სახლიდან ბაღში.

შეგიძლიათ თავად მოამზადოთ პრეზენტაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება ტრანზიცია თქვენს დაწესებულებაში, რა სიახლეები დანერგეთ, რა მიღწევები გაქვთ, რამ იმუშავა კარგად და ა.შ. ამ თემაზე სამსჯელოდ მოიწვიოთ სხვა ბაღებში მომუშავე პრაქტიკოსები, რომლებსაც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებთ და მათაც მისცემთ საშუალებას, რომ თავადაც გაგაცნონ, მათ პროფესიული განვითარება დაწესებულებებში როგორ მიმდინარეობს ბავშვების სახლიდან ბაღში ტრანზიცია. ამავე თემაზე სასაუბროდ შეგიძლიათ მოიწვიოთ ადგილობრივი უნივერსიტეტის დარგის სპეციალისტები, პრაქტიკოსებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკას.

საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა მრავალნაირად შეგიძლიათ. ერთ-ერთი გზა ინტერნეტრესურსის ეფექტიანი გამოყენებაა. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე მასალების ისეთი მრავალფეროვნება არ არის, როგორც ინგლისურ ენაზე.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის თანამშრომელთა პროფესიული განვითარება უნდა მოიცავდეს სამუშაო ვიზიტებს საზღვარგარეთ - რა წერია ხარისხის სტანდარტში

8 დავალება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მისაღებად

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი