ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ საბავშვო ბაგა-ბაღებს საკანცელარიო ნივთები შეუძინა - ფანქრები, სხვადასხვა სახის საღებავები, ფერადი ქაღალდები...
„ბაღში აქტივოვების განსახორციელებლად შერჩეული იქნა ის საკანცელარიო რესურსები, რომელიც საჭიროა სკოლამდელი განათლების პროგრამის სრულფაროვანი განხორციელებისათვის.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მეთოდური სამსახურის მიერ ბაგა-ბაღებში მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი, რაც ხელს უწყობს ახალი კურიკულუმის დანერგვის პროცესს. ახალი პროგრამის მიმდინარეობა ორიენტირებულია აღსაზრდელების სრულფასოვანი განათლებისთვის და ყველა საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის“, - იტყობინება ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 29 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გადის 2 000 ბავშვი.
იხილეთ ასევე: