დღის თემა
etaloni.ge
10 მუნიციპალიტეტში 14 საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიგეგმა - სად ჯდება სკოლამდელი დაწესებულება ყველაზე ძვირი
19.04.2023

მუნიციპალური განვითარების ფონდი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის ტენდერების გამოცხადებას განაგრძობს. როგორც ცნობილის, ქვეყანაში სულ 330 ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს.

ამჯერად, ტენდერები 10 მუნიციპალიტეტში ასაშენებელი საბავშვო ბაღებისთის გამოცხადდა.

საბავშვო ბაღები აშენდება:

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში და ამამლოში. ეს იქნება 125-125 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები, რომელიც ქვეყანას, სავარაუდოდ, 6 921 880 ლარი დაუჯდება.

ქალაქ რუსთავში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის დაახლოებით 6 200 000 ლარი უნდა დაიხარჯოს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება ასევე  6 200 000 ლარი იქნება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულში, სოფელ წერეთელში და სოფელ შულავერში 180-180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 12 000 000 ლარი დაიხარჯება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის სავარაუდო ღირებულებაა კი 4 500 000 ლარი იქნება.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურამში ასევე 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება და ქვეყანას ისიც დაახლოებით 4 500 000 ლარი დაუჯდება.

ქალაქ ამბროლაურშიც 200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება 4 500 000 ლარის ფარგლებში.

გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალასა და მარტყოფში 150-150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები 7 600 000-მდე დაჯდება.

ქალაქ ნინოწმინდაში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი 3 800 000 ლარი გამოიყოფა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფელ მამხუთში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ასევე 3 800 000 ლარი გამოიყოფა.

იხილეთ ასევე:

სად აშენდება 30 საბავშვო ბაღი - ახალი ტენდერი 17 მუნიციპალიტეტისთვის გამოცხადდა

„ბავშვები რთულ პირობებში იზრდებიან“ - ირაკლი ღარიბაშვილი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი