დღის თემა
etaloni.ge
1-ელ ნოემბრამდე დაბადებულ ბავშვებს უფლება აქვთ, სკოლაში შევიდნენ - განათლების მინისტრი
18.04.2023
ვისაც 6 წელი შეუსრულდება 1-ელ ნოემბრამდე, უფლება ექნება სკოლაში შევიდეს, - ამის შესახებ დღეს, 18 აპრილს, გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვაქვს, იმ მომეტებულ მოთხოვნას მშობლების მხრიდან, რომელიც ეხება ბავშვის სასკოლო ასაკს, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელს, ვისაც შეუსრულდება 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე, უფლება ექნება, შევიდეს სკოლაში. მოგეხსენებათ, ეს აქამდე იყო დაშვებული 1-ელ ოქტომბრამდე და, შესაბამისად, ჩვენ ერთი თვით ვახანგრძლივებთ ამ ვადას. ბუნებრივია, ეს პროცესი იმ ინფრასტრუქტურულ მოვლენებთან ერთად გაგრძელდება, რომელიც ახლა მიმდინარეობს და არის ძალიან მასშტაბური, - 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ჩვენ ეტაპობრივად, ყოველწლიურად, მოვახდენთ აღნიშნული ვადის გადაწევას და, ვფიქრობთ, ყველაზე სამართლიანი გზაგასაყარია 31 დეკემბერი", - განაცხადა ამილახვარმა.

განათლების მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მშობლებისთვის ნებაყოფლებითია და მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ბავშვი შეიყვანონ სკოლაში თუ დატოვონ სკოლამდელი განათლების სისტემაში ანუ ბაღებში. 

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას პარლამენტი, დაჩქარებული წესით, უახლოეს მომავალში შეიტანს. 

იხილეთ ასევე: 

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები და ეტაპები - დეტალები

სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელის როლი ბავშვის ბაღიდან სკოლაში ტრანზიციის დროს - რჩევები
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი