დღის თემა
etaloni.ge
რეკომენდაციები ბაღის აღმზრდელებს ზოოპარკში ექსკურსიისთვის
18.04.2023

ნებისმიერი ექსკურსიისათვის აუცილებელია საგანგებო მომზადება. თუ საბავშვო ბაღის აღმზრდელი განსახილველად აიღებს ცხოველების თემას, სასურველია, წინასწარ, ეწვიოს ზოოპარკს და შეუთანხმდეს დირექციას ბავშვების ვიზიტის შესახებ, დათქვას ექსკურსიის დღე და ითხოვოს დახმარება.

სასკოლო მზაობის პროგრამის აქტივობათა კრებულის მიხედვით, დახმარებაში იგულისხმება ბავშვებისთვის ზოოპარკის ბინადრებზე საინტერესო ინფორმაციის მიწოდება, ზოოპარკის სამეცნიერო ცენტრში წარმოდგენილი თვალსაჩინო მასალების გაცნობის შესაძლებლობა, საკვლევი მასალის გაზიარება. მაგალითად, ფრინველების ბუმბული, ცხოველების ბეწვი, გველის პერანგი, მაჩვზღარბას ნემსები და ა.შ. რომელიმე უსაფრთხო ცხოველთან ურთიერთობის დამყარების - მოფერების, საკვების მიწოდების უფლების მიცემა და ა.შ.

ამას გარდა, აუცილებელია, აღმზრდელმა წინასწარ იცოდეს, რა ცხოველებს ნახავენ ბავშვები ექსკურსიის დროს, რათა წინსმსწრებად მოამზადოს შესავსები ცხრილები.

ექსკურსიის დღეს, დილის შეხვედრაზე, აღმზრდელი უნდა დარწმუნდეს, რომ ყველა ბავშვს აქვს პატარა ზურგჩანთა, რომელშიც დევს წყლის ბოთლი და ხელსახოცები. მან უნდა ჰკითხოს ბავშვებს, რა მოლოდინები აქვთ, რომელი ცხოველების ნახვა სურთ ყველაზე მეტად, გააცნოს ზოოპარკში ქცევის წესები და აუხსნას, რატომ უნდა დაიცვან ეს წესები.

ბავშვებს უნდა დაურიგდეთ წინასწარ გამზადებული ცხრილები და ფანქრები. თან უნდა აუხსნათ, თუ როგორ უნდა იმუშაონ ამ ცხრილებთან. ცხრლების შედგენა კი თავად აღმზრდელს მრავალნაირად შეუძლია. მაგალითად, ბავშვებმა ჩაინიშნონ, აქვთ თუ არა პირველ სვეტში გამოსახულ ცხოველებს თათები, კუდი, ბეწვი და ბუმბული, ხოლო სტრიქონის ბოლო უჯრაში აღნიშნონ, რამდენი ასეთი ცხოველი ნახეს. ასევე შეგიძლიათ, სთხოვოთ, დახატონ ზოოპარკში ნანახი არსებები.

იხილეთ ასევე:

ბაღის აღმზრდელი ყოველთვის ყურადღებით უსმენს და აკვირდება ბავშვებს - როგორ უნდა დაიგეგმოს ეფექტური თემა სკოლამდელ დაწესებულებაში

რეკომენდაციები კურიკულუმის შემუშავებისას საბავშვო ბაღში - საკითხები, რომლებიც ამ დროს უნდა ასახოთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი