დღის თემა
etaloni.ge
როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღებში შიდა მონიტორინგის სისტემა - „მიზანი ვინმეს დასჯა კი არა, სკოლამდელი განათლების პროცესის და გარემოს გაუმჯობესებაა“
18.04.2023

საბავშო ბაღის ადმინისტრაცია კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია, უზრუნველყოს დაწესებულების შიდა მონიტორინგი, - აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში, რომელიც ბავშვზე ორიენტირებულ, უსაფრთხო გარემოს შექმნას ეხება ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში.

შიდა მონიტორინგი მოიაზრებს დაწესებულების მმართველის ან მართვაზე პასუხისმგებელ პირთა ჯგუფის მიერ საბავშვო ბაღში მიმდინარე ნებისმიერი პროცესის და გარემოს რეგულარულ შეფასებას სახელმწიფო სტანდარტებსა და მოთხოვნებთან მიმართებით, მათ შორის, პერსონალის მიერ პროფესიული სტანდარტების, ეთიკისა და ქცევის ნორმების დაცვის მონიტორინგს.

ეფექტიანი შიდა მონიტორინგის სისტემა განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, რომლის მიზანი ვინმეს დასჯა კი არა, სკოლამდელი განათლების პროცესის და გარემოს განვითარება და გაუმჯობესებაა. შესაბამისად, მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირები უნდა ითვალისწინებდნენ პერსონალის ქცევაზე მოქმედ სხვადასხვა ფაქტორს, მათ თვალთახედვას და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გეგმავდნენ განათლების პროცესისა და გარემოს გასაუმჯობესებელ ღონისძიებებს, მათ შორის, ადმინისტრაციის მიერ მისაღებ ზომებსა და ღონისძიებებს, რეკომენდაციებს, მითითებებს თანამშრომლებისთვის და სხვა.

იხილეთ ასევე:

ტრენინგებში მონაწილეობის სერტიფიკატების, დიპლომების ასლები - რა უნდა იდოს ბაღის პერსონალისა და ბავშვის პირად საქმეში

ექსპერტს, რომელიც საბავშვო ბაღს შეამოწმებს, ეკრძალება საჩუქრისა და სხვა სარგებლის მიღება - ეთიკის კოდექსი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი