დღის თემა
etaloni.ge
როგორ მოვუყვეთ პატარებს გარდაცვალების შესახებ - ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი საფლავზე გასვლის დღეა
16.04.2023

დღეს ბრწყინვალე შვიდეულის კვირა დაიწყო. ვინაიდან აღდგომა დღეს ქრისტიანს გლოვა არ შეშვენის, ახლობლების საფლავებზე გასასვლელად დღესასწაულის მეორე დღე, ორშაბათი დაწესდა.

ამ დღეს მიცვალებულებს კი არ იხსენიებენ, არამედ ახარებენ, რომ ქრისტე აღსდგა და საფლავზე კვერცხს გადააგორებენ ნიშნად ამ ბრწყინვალე ამბისა. მიცვალებულისათვის ლოცვა და პანაშვიდის გადახდა კი დღეს არ არის მიღებული.

ეკლესიის სწავლებით, მიცვალებულის მოხსენიება ხდება აღდგომიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, თომას კვირის სამშაბათს. ეკლესიაში ამ დღეს აკეთებენ სააღდგომო საკურთხს, სრულდება წირვა სააღდგომო წესით ტიპიკონის შესაბამისად და პანაშვიდზე იხსენიებენ მიცვალებულებს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. მათთვის საფლავის რაობის ახსნაც განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

როგორ ავუსნათ პატარას გარდაცვალების შესახებ?

ფსიქოლოგების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც babycenter.com-ში გამოქვეყნდა, ბავშვებთან ფრთხილად უნდა იყოთ ღმერთის და სამოთხის ხსენებისას. სიკვდილისა და შემდგომი ცხოვრების ახსნა, დამოკიდებულია თქვენს რელიგიურ რწმენაზე. ამიტომ კარგად დაფიქრდით, რას ეტყვით. მაგალითად, თუ ეტყვით, რომ ბებია ცაში  ბედნიერია, ის შესაძლოა დაიბნეს - როგორ შეიძლება ბებია ბედნიერი იყოს, როცა მისი გარდაცვალების გამო ყველა ტიროდა. ფრაზა, - ის ისეთი კარგი იყო, რომ ღმერთმა თავსთან წაიყვანა, ბავშვს დააფიქრებს იმაზე, რომ ღმერთი მასაც წაიყვანს. უთხრით, რომ ძალიან წუხართ, რადგან ბებიამ დაგტოვათ და გენატრებათ, მაგრამ, სასიხარულოა, რომ ის ღმერთთანაა. ეს ბავშვს დაამშვიდებს და საზრუნავს არ დაუმატებს.

სკოლამდელი ასაკის ბავშვი თუ შეგატყობთ დეპრესიასა და ნერვიულობას, ჩათვლის, რომ ყველაფერი ცუდადაა. ამიტომ, უმჯობესია, არ დაუმალოთ და გამოხატოთ საკუთარი ემოციები. აუხსენით, რომ უფროსებიც ტირით, რადგან გენატრებათ გარდაცვლილი ადამიანი.

არ შეალამაზოთ რეალობა. თუ ბავშვს ეტყვით, რომ გარდაცვლილმა დაიძინა ან ცაში წავიდა, შესაძლოა, პატარა დაიბნეს და გადაწყვიტოს, რომ თუ დაიძინებს, მოკვდება ან თუ სამსახურში წახვალთ, უკან ვეღარ დაბრუნდებით. შეგიძლიათ, სიკვდილის მიზეზიც აუხსნათ რაც შეიძლება მოკლედ. თუ ახლობელი ავადმყოფობით გარდაიცვალა, აუცილებლად აღნიშნეთ, რომ არსებობს მსუბუქი დაავადებები, რომლებიც არ კლავს, მაგალითად გრიპი, ანთება და ა.შ.

იხილეთ ასევე:

„ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად საშიშია აგრესიული მეტყველება, ასეთი დამოკიდებულება სიტყვასთან“ - სააღდგომო ეპისტოლე

ცეცხლი გადმოვიდა! - რატომ ისმის ქრისტეს საფლავზე ამ დღეს არაბთა ყიჟინა და დაფდაფების ხმა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი