პატარა გოგონას, 6 წლის ევას დედა, თაკო მათეშვილი სოციალურ ქსელში შვილთან გამართულ საუბარს აქვეყნებს, რომელიც საბავშვო ბაღში კვების საკითხს ეხება.
დედა-შვილის საუბარს skolamdelebi.ge უცვლელად გთავაზობთ:
ყოველ საღამოს, ბაღიდან დაბრუნების შემდეგ:
- დღეს ბაღში საუზმეზე რა ჭამე ?
- პური.
- სადილზე?
- პური.
- სამხარზე?
- პური.
- შვრიის ფაფა რატომ არ ჭამე?
- არ მომწონს, შაქარი აქვს.
- და ბრინჯის ფაფა?
- მაგას ბრინჯი აქვს.
- რძე დალიე?
- არა, ცხელია და არ ცივდება.
- ბანანი და ვაშლი?
- ანამარიას მივეცი.
- პურს ყველი რატომ არ მიატანე?
- ყველი სველია.
- ყიყლიყო ჭამე?
- არა.
- რატომ?
- კვერცხი აქვს.
- ღვეზელი?
- „პერაშკი“ დაუძახე და გეტყვი.
- კაი, „პერაშკი“?
- დამავიწყდა.
- ხაჭო და არაჟანი?
- ანამარიას მივეცი.
- ბორშს ჭამ?
- არა.
- რატომ?
- კარტოფილი აქვს და არ მომწონს.
- გუფთას?
- ხახვები.
- ხაჭაპურს ჭამ?
- არა.
- რატომ?
- ყველი აქვს.
- პიურეს?
- წყალივითაა.
- სალათს?
- მარილი აქვს.
- თევზს?
- მხოლოდ კანს ვჭამ. ხორცს ანამარიას ვაძლევ.
- მაკარონს?
- კარაქი და ყველი აქვს.
- ქათმის ხორცს?
- მეცოდება.
- სუპს?
- ვერ ვასწრებ.
- ჩაის?
- შაქარი აქვს.
- კატლეტს?
- ანამარიას ვაძლევ.
- რატომ, ეგ მაინც ხომ გიყვარდა?
- აღარ მიყვარს, გემო აღარ მომწონს.
- რისი გემო აქვს?
- ხორცის.
- და, აქამდე რისი ჰქონდა?
- ცისარტყელის.
ვის მივმართო, ბაღებში კატლეტებს ცისარტყელის გემო რომ დაუბრუნონ? დამირჩა ბავშვი მშიერი.
იხილეთ ასევე: