დღის თემა
etaloni.ge
„დამპირდი, რომ კარგად მოიქცევი საბავშვო ბაღში“ - უფროსების შეცდომა
13.04.2023

ბავშვებთან ურთიერთობაში ვერც ერთი მშობელი აარიდებს სრულიად თავს რაიმეს შეპირებას.

როცა ბავშვი მოდის და გთხოვთ, რომ მასთან ერთად ითამაშოთ, თუ იმ მომენტში დაკავებული ხართ, შეიძლება უთხრათ: „ახლა არ მცალია და როგორც კი დავასრულებ, ვითამაშოთ“. ან შეიძლება დაჰპირდეთ სადმე წასვლას, რაიმეს ყიდვას და ა.შ. ოქროს წესი ასეთია: თუ არ შეგიძლიათ ბავშვს შეუსრულოთ, რასაც დაჰპირდებით, უმჯობესია საერთოდ არ დაჰპირდეთ.

ასევე, რეკომენდებულია, რომ 6 წლამდე ასაკში თავად ბავშვებს ნაკლებად მოსთხოვთ, რომ რაიმეს დაგპირდეთ. მშობელმა შეიძლება ბავშვს უთხრას, - დამპირდი, რომ კარგად მოიქცევი საბავშვო ბაღში, - დამპირდი, რომ საჭმელს ბოლომდე შეჭამ. ბავშვისთვის ეს საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და შეიძლება წნეხად იქცეს.

იხილეთ ასევე:

რას იწვევს ბავშვის დასჯა და რა შეუძლია პოზიტიურ დისციპლინას

„სიამოვნებით ვიქნებოდი აღმზრდელი, ალბათ ყველაზე კარგი და სათუთი პროფესიაა“ – მშობლები საბავშვო ბაღში აღმზრდელის როლს ირგებენ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი