როგორც საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დაანონსა, ქვეყანაში სულ 330 ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს.
ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ასაშენებლად ტენდერები მიმდინარეობს.
19 საბავშვო ბაღისთვის ტენდერი გამოცხადდა - კახეთისთვის 10 მილიონი გამოიყო, გურიისთვის კი 15
16 სკოლამდელი დაწესებულება, რომელიც 14 თვეში უნდა აშენდეს - საბავშვო ბაღების ჩამონათვალი
32 მუნიციპალიტეტი და სოფლები, სადაც ახალი საბავშვო ბაღები ექნებათ - იხილეთ ჩამონათვალი
30 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი ახალი ტენდერები ახლახან გამოცხადდა.
ახალი საბავშვო ბაღები აშენდება:
ქალაქ ფოთში.
ქალაქ ქარელში.
ქალაქ ჩხოროწყუში.
ქალაქ ახალციხეში.
ქალაქ წყალტუბოში (გვიშტიბი).
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესა და ახაშენში.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირსა და ტიბაანში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აბანოსხევში, არაგვისპირში, ბაზალეთში, პირმისაანთკარში, ანანურში და ფასანაურში.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, ქვემო გომში, თვალადში, ახალქალაქში, მეტეხში და ახალციხეში.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში და ფლავში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში.
იხილეთ ასევე:
ქალაქები, სადაც რეგისტრაციის შემდეგ მხოლოდ 2 ან 1 კერძო საბავშვო ბაღი დარჩა - ჩამონათვალი
სასრიალო, საქანელა, საქვიშე, სათამაშო სახლი - ეზოს მოწყობა ახალი სტანდარტით