დღის თემა
etaloni.ge
დიდი ხუთშაბათის ძალა - „ბავშვები უნუგეშო ავადმყოფობის შემთხვევაშიც კი განკურნებულან“
12.04.2023

ხვალ დიდი ხუთშაბათია. გადმოცემის თანახმად, ამ დღეს იესო ქრისტემ საიდუმლო სერობა გამართა და თავისი მოწაფეები აზიარა, რამაც ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ მთავარ საიდუმლოს, ზიარებას, ჩაუყარა საფუძველი.

საგანგებო ღვთისმსახურების, წირვის დროს, პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება, რათა საიქიოში ცხონდეს.

მორწმუნეებს სჯერათ, რომ ზიარებით მცირეწლოვანი ბავშვები სნეულებისაგან იკურნებიან.

წმინდა იოანე ოქროპირი თხზულებაში ბავშვთა აღზრდის შესახებ, წერს,  რომ უმანკო ბავშვების მიერ ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის მიღება ავადმყოფობის შემთხვევაში განსაკუთრებული ძალით მოქმედებს მათზე. ბავშვის სული ამ საიდუმლოებისაგან სიმშვიდესა და სიხარულს გრძნობს, ხოლო სხეული ყოველგვარი სნეულებისაგან იკურნება.

მამა იოანე კრონშტადტელი წიგნში, - „ჩემი ქრისტესმიერი ცხოვრება“, მოწმობს, რომ უმანკო ყრმათაგან ქრისტეს წმიდა ხორცისა და სისხლის მიღება მათი განკურნების ყველაზე შესანიშნავი საშუალებაა: „და რამდენჯერ მიზიარებია ავადმყოფი ბავშვები და ისინი ყოველთვის თვით უნუგეშო ავადმყოფობის შემთხვევაშიც კი განკურნებულან“.

შვიდი წლის ასაკამდე ბავშვისთვის ზიარება მარხვისა და აღსარების გარეშეა დასაშვები, თუმცა ზიარების წინა ლოცვები მათთვის მშობლებმა უნდა წაიკითხონ. 7 წლის ასაკიდან კი ბავშვებმა აღსარების თქმა უნდა ისწავლონ და ისე ეზიარონ.

იხილეთ ასევე:

პასკის რეცეპტი ცნობილი მზარეულისგან - „გასწავლით თეთრი მინანქრის უმარტივეს რეცეპტს“

ბზობა დღის ტრადიციები - გაიგეთ, სად იმართება ბავშვთა კურთხევის ცერემონიალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი