დღის თემა
etaloni.ge
ქალაქები, სადაც რეგისტრაციის შემდეგ მხოლოდ 2 ან 1 კერძო საბავშვო ბაღი დარჩა - ჩამონათვალი
12.04.2023

საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია  სულ 323 კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ გაიარა.

მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღების პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2023 წლის 31 მარტს დასრულდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მაშტაბით 2028 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დარეგისტრირდა, საიდანაც 1705 საჯაროა და 323 - კერძო.

განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში, 323 კერძო ბაღიდან ყველაზე მეტი, - 198 დედაქალაქშია აღრიცხული. დანარჩენები კი, ქვეყანაში არსებული 63-დან 23 მუნიციპალიტეტშია თავმოყრილი.

კერძო ბაღების რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით:  

ბათუმი - 39

ქუთაისი - 25

ზუგდიდი - 13

ზესტაფონი - 9

რუსთავი - 7

სენაკი - 5

სამტრდია - 4    

ქობულეთი - 4

გორი - 2

მარნეული - 2

მცხეთა - 2

ფოთი - 2

დედოფლისწყარო - 1

თელავი - 1

ლაგოდეხი - 1

ლანჩხუთი - 1

მარტვილი - 1

ქარელი - 1

ახალციხე - 1

გარდაბანი - 1

ხაშური - 1

ხელვაჩაური - 1

ხულო - 1

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების აღრიცხვა დასრულდა - რამდენი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გააგრძელებს მუშაობას

„ბაღის აღმზრდელების გადამზადებაზე ჯერ პასუხი არავის აქვს, ექსპერტები შევლენ და ყველა სტანდარტს აუხსნიან“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი