დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღებში აღმზრდელების მუშაობის ხარისხი და აღსაზრდელთა რაოდენობა შემოწმდა
12.04.2023

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფი მოქმედებს, რომელიც პერიოდულად სრულ სააღმზრდელო პროცესს აკვირდება და დარგის სპეციალისტები სფეროების ეფექტური მუშაობის შედეგებს აანალიზებენ.

როგორც მუნციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება იტყობინება, ამჯერად, სხვადასხვა სააღმზრდელო ასაკობრივ ჯგუფებში, მეთოდოლოგიური განყოფილების სპეციალისტებმა აწარმოეს დაკვირვება.

„მონიტორინგის ჯგუფმა იხელმძღვანელა სტანდარტით გათვალისწინებულ მათ მიერ შედგენილი კითხვარით, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ მიმართულებებს: აღმზრდელების მუშაობის ხარისხი, აღსაზრდელთა რაოდენობა ჯგუფებში, ეროვნული გეგმით გაწერილი დღის აქტივობების გეგმა, ლოგოპედის და ფსიქოლოგის კაბინეტების სამუშაო გარემო, მუსიკის პედაგოგების აქტივობების განრიგი. შემოწმდა სააქტივო ჯგუფებში საჭირო რესურსების მიზნობრივად გადანაწილების პროცესი. რეკომენდაციის სახით მიეცათ მითითებები“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში 34 საბავშვო საჯარო ბაღია, სადაც 8 280 აღსაზრდელი ირიცხება.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის სააღდგომო ჯილდოების ჩარიცხვა დაიწყო - „ყველასთვის თანაბარი რაოდენობის თანხა გამოიყო“

საბავშვო ბაღში პატარებმა 6-ჯერ უნდა ჭამონ - რა უნდა გაითვალისწინონ აღმზრდელებმა

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი