გორში, კომბინატის დასახლებაში, მე-15 საბავშვო ბაგა-ბაღი გაძარცვეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღიდან პლაზმური ტელევიზორი, კომპიუტერული ტექნიკა და ძვირადღირებული მუსიკალური აპარატურა წაიღეს.
როგორც mozaikanews.ge იტყობინება, შემთხვევა გუშინ, 11 აპრილს, გვიან ღამით მოხდა და დილით მისულ ბაღის თანამშრომლებს სკოლამდელი დაწესებულება გაქურდული დახვდათ.
საბავშვო ბაღში ამ დროისთვის სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის სააღდგომო ჯილდოების ჩარიცხვა დაიწყო - „ყველასთვის თანაბარი რაოდენობის თანხა გამოიყო“
28 საბავშვო ბაგა-ბაღში კვების ახალი რაციონი შემუშავდა