დღის თემა
etaloni.ge
როგორ უნდა მოუყვეს ბაღის აღმზრდელი ბავშვებს ქრისტეს აღდგომაზე - „ჯვარზე გაკვრის სცენას ნუ აღუწერთ“
12.04.2023

„ისაუბრეთ კვერცხის სიმბოლოზე და რატომ გახდა ის აღდგომის განუყრელი ნაწილი, ასწავლეთ ბავშვებს მისალმება „ქრისტე აღდგა“ – „ჭეშმარიტად“, აუხსენით, რომ აღდგომას ყველა ქრისტიანი ასე ესალმება ერთმანეთს“, - წერია ილიას უნივერსიტეტის მიერ ბაგა-ბაღებისთვის შექმნილ სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამაში, სადაც ასევე მოცემულია ის აქტივობები, რომელიც აღმზრდელს შეუძლია, საბავშვო ბაღის ჯგუფებში განახორციელოს.

მოუყევით ბავშვებს ქრიტეს ცხოვრებაზე, რომ ის მამა ღმერთმა გამოუგზავნა ადამიანებს, მისმა თანამედროვეებმა კი არ ირწმუნეს. ერთ-ერთმა მოწაფემ ოცდაათ ვერცხლად გაყიდა და ის ჯვარზე გააკრეს. ჯვარზე გაკვრის სცენას ნუ აღუწერთ დაწვრილებით, რომ ბავშვებში შფოთი არ გამოიწვიოთ. მაგრამ ქრისტემ დაამარცხა სიკვდილი, მესამე დღეს გადაწია საფლავის ლოდი და ზევით, თავის მამასთან წავიდა. რომ აღდგომას ჩვენ, ყველანი, ვდღესასწაულობთ ქრისტეს მიერ სიკვდილის დამარცხებას. შეგიძლიათ მოუყვეთ რამდენიმე სასწაულიც.

იხილეთ ასევე:

პასკის რეცეპტი ცნობილი მზარეულისგან - „გასწავლით თეთრი მინანქრის უმარტივეს რეცეპტს“

ბზობა დღის ტრადიციები - გაიგეთ, სად იმართება ბავშვთა კურთხევის ცერემონიალი

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი