თბილისის საბავშვო ბაღების თანამშრომლებისთვის სააღდგომოდ ფულადი ჯილდოს ჩარიცხვა დაიწყო.
როგორც skolamdelebi.ge-ს ბაღის აღმზრდელებმა უთხრეს, უკლებლივ ყველა თანამშრომელს ქრისტეს აღდგომის ბრწყივნალე დღესასწაულისთვის 100 -100 ლარი ჩაერიცხება.
„ჭორები დადიოდა, რომ 200 ლარი უნდა ჩაერიცხათ, მაგრამ გუშინ ბუღალტერმა გვითხრა, რომ ხელზე 100 ლარს ავიღებდით. ზოგს უკვე ჩაერიცხა, ამ დღეებში კი ყველა ავიღებთ. უკლებლივ ყველა - მენეჯერიდან და აღმზრდელიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული, 100 ლარს აიღებს“, - გვითხრა თბილისის ერთ-ერთი მუნიციპალური საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.
იხილეთ ასევე: