თბილისის საბავშო ბაგა-ბაღების სააგენტოს უფრსად გოგი ჩქოვანი დაინიშნა, - ახალი კანდიდატურა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს, 10 აპრილს, გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
გოგი ჩიქოვანი ამ დრომდე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.
„გოგის ებარა განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულება, რასაც წარმატებით უძვებოდა. მისი უშუალო ორგანიზებით, არაერთი ახალგაზრდული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა და ის ერთ-ერთი საიმედო პროფესიონალია ჩვენს გუნდში. იგი არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, რაც კიდევ ერთი უპირატესობაა ამ პოზიციაზე, რადგან სად, თუ არა ბაღებში უნდა იყოს დაცული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული კანონის მოთხოვნები და ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, რომ საბავშვო ბაღებში ყველაფერი იყოს მოწესრიგებული. ის სტანდარტი, რაც დავნერგეთ, რაც გვაქვს ახალ აშენებულ ბაღებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მიდგომა და დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ვფიქრობ, გოგი არის სწორედ ის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის დახვეწას, ასევე ბავშვების უსაფრთხოებისა და იმ გამოწვევების დაძლევას, რაც ზოგადად სკოლამდელი აღზრდის სისტემაში არსებობს", - განაცხადა კახა კალაძემ.
skolamdelebi.ge-ს ინფორმაციით, კახაბერ გვანცელაძემ, რომელიც აქამდე თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობდა, თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა.
დატოვა თუ არა თანამდებობა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, კახაბერ გვანცელაძე სამსახურიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წავიდა. კალაძემ მას მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.
იხილეთ ასევე:
საბავშვო ბაღების აღრიცხვა დასრულდა - რამდენი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გააგრძელებს მუშაობას
„კურიკულუმს სჭირდება მაღალი კომპეტენციის აღმზრდელი“ – სამინისტრომ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა