იმსათვის, რომ ბავშვს ჯანსაღი და ლაღი მომავალი ჰქონდეს, აუცილებელია, მისი აღზრდისას პოზიტიური დისციპლინა გამოვიყენოთ.
პოზიტიური დისციპლინა გამორიცხავს ბავშვის იგნორირებას, დასჯით მიზნით სხვა ოთახში გაყვანას, რაიმე კონკრეტულ ადგილას მის დროებით დაყენებას ან ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობრივ ქცევას, - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებულ პუბლიკაციაში „პოზიტიური მშობლობა“.
რას იწვევს დასჯა და რას - პოზიტიური დისციპლინა?
დასჯა:
► აზიანებს ბავშვს ემოციურად ან ფიზიკურად
► ულახავს ბავშვს ღირსებას
► დასჯა იწვევს ბავშვში შიშს
► ბავშვისთვის არის აგრესიული ქცევის მაგალითი
► დასჯით ბავშვს აქვს ინფორმაცია მხოლოდ იმაზე, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს, მაგრამ ვერ სწავლობს მისაღებ ქცევას
► ბავშვისთვის არის აგრესიული ქცევის მაგალითი
დისციპლინა:
► ემოციურად უსაფრთხოა
► გულისხმობს მკაფიო ჩარჩოებს, შეთანხმებებს
► მოითხოვს მშობლის თანმიმდევრულობას
► გულისხმობს მშობლის მხარდაჭერას და დახმარებას სხვადასხვა უნარების გამომუშავებისთვის ან გაუმჯობესებისთვის
► მიმართულია სასურველი ქცევების სწავლაზე.
იხილეთ ასევე:
ასეთ ბავშვებს ზრდასრულ ასაკში აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ურთიერთობები
„საჩუქრებით მოსყიდვა ყველაზე ცუდი გამოსავალია“ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები აღმზრდელებისთვის