დღის თემა
etaloni.ge
საბავშვო ბაღების თვითშეფასების პროცესისთვის კითხვარები ოთხი მიზნობრივი ჯგუფისთვის მომზადდა
07.04.2023
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის პილოტირება დაწყებულია.

"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრამდე რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულმა ყველა ბაღმა უნდა განახორციელოს თვითშეფასება.
თვითშეფასების პროცესის ორგანიზებისთვის, გაეროს ბავშვთა ფონდ UNICEF მხარდაჭერით შეიქმნა თვითშეფასების კითხვარის ელექტრონული პლატფორმა და მომზადდა თვითშეფასების კითხვარები ოთხი მიზნობრივი ჯგუფისთვის: ბაღის ადმინისტრაცია, საგანმანათლებლო პერსონალი, ტექნიკური პერსონალი და მშობლები, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორც აღნიშნული ცენტრი იტყობინება, თვითშეფასების პროცესის დაწყებამდე დაიგეგმა პლატფორმის პილოტირების ეტაპი, რომლის მიზანია პლატფორმის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება/აღმოფხვრა და დაწესებულებების თვითშეფასების პროცესის დაწყებისთვის მომზადება, ასევე პლატფორმის შინაარსობრივი მხარის - თვითშეფასების კითხვარების შემოწმება, მათი აღქმადობის და რელევანტურობის თვალსაზრისით.

მომზადდა პილოტირების კონცეფცია და შეირჩა პილოტირებაში ჩართული დაწესებულებები, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან. დაწესებულებების შერჩევისას გათვალისწინებული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, მათ შორის გეოგრაფიული არეალის მრავალფეროვნება. ამ მიზნით ბაღები შეირჩა თბილისიდან და რეგიონებიდან, კერძოდ მაღალმთიანი დასახლებებიდან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლებიდან.

იხილეთ ასევე:

„აღმზრდელის ხელფასი ძალიან დაბალია და გადამზადებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფა უჭირთ“ - პილოტირებისთვის სხვადასხვა ბაღები შეირჩა

რამდენად აკმაყოფილებს აღმზრდელების კვალიფიკაცია სტანდარტებს და მოთხოვნებს - რას ითვალისწინებს თვითშეფასების კითხვარი
დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი