დღის თემა
etaloni.ge
28 საბავშვო ბაგა-ბაღში კვების ახალი რაციონი შემუშავდა
07.04.2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში კვების ახალი რაციონი შემუშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ამუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულება ავრცელებს.

„საკვები რაციონი შეესაბამება კვების სტანდარტს და კვებითი ღირებულება აღწევს 1400 კილოკალორიას. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ბავშვის კვება უნდა იყოს ჯანსაღი კვების პირამიდის მიხედვით შემოთავაზებული სურსათის მრავალფეროვნებით. ყოველდღიურ რაციონში შეტანილია მარცვლოვანი პროდუქტი, ხილი, ბოსტნეული, რძე და რძის ნაწარმი, საქონლის ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი. გაერთიანების მიერ შედგენილია 2 კვირიანი მენიუ ორი ვარიაციის შესაბამისად“, - იტყობინება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

როგორც 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ ახალციხის საკრებულოს დადგენილებაშია მითითებული, მუნიციპალიტეტში სულ 28 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, სადაც სააღმზრდელო პროცესს 2000 ბავშვი გადის. ბაგა-ბაღებში ჯამში დასაქმებულია 470 აღმზრდელი.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღში პატარებმა 6-ჯერ უნდა ჭამონ - რა უნდა გაითვალისწინონ აღმზრდელებმა

„როდესაც ბავშვი ჭამს, ამ დროს შეიძლება აღმზრდელს შიმშილისგან გული მისდიოდეს“ - რეალობა საბავშვო ბაღებში

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი