ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ საბავშვო ბაღის თანამშრომელთა შესარჩვად კონკურსი გამოაცხადა.
პერსონალს სოფელ ძველის საბავშვო ბაღისთვის ეძებენ.
ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი:
1. მენეჯერი
2. მეთოდისტი
3. სპეციალური აღმზრდელი
4. აღმზრდელი - 3
5. აღმზრდელის თანაშემწე - 3
6. მუსიკის მასწავლებელი
7. ექთანი
8. მნე
9. მზარეული
10. მზარეულის თანაშემწე
11. დამლაგებელი
12. ტექნიკური მუშაკი
13. მეეზოვე
დოკუმენტების მიღების ვადაა მიმდინარე წლის 6 აპრილიდან 20 აპრილამდე. დაინტერესებულმა პირებმა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე, https://www.hr.gov.ge-ზე უნდა გააგზავნონ დოკუმენტაცია.
კონკურსი სამ ეტაპს მოიცავს - განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება-კითხვები და გასაუბრება.
სოფელ ძველში საბავშვო ბაღის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და 2022 წლის ივლისში უნდა დასრულებულიყო. ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი დაწესებულებით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივები, ასევე სოფელ საყუდაბლის, ორგორის და ჭობარეთის აღსაზრდელები, რომელთა ტრანსპორტიერება ასპინძის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებამ უნდა უზრუნველყოს.
იხილეთ ასევე:
რა უნდა გაითვალისწინოს ბაღის აღმზრდელმა სამაგიდო თამაშების განხორციელებისას - რჩევები