დღის თემა
etaloni.ge
„აღმზრდელის ხელფასი ძალიან დაბალია და გადამზადებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფა უჭირთ“ - პილოტირებისთვის სხვადასხვა ბაღები შეირჩა
07.04.2023

საბავშვო ბაღების ერთიანი ბაზა იქმნება. პირველადი ელექტრონული რეგისტრაცია 2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და 2023 წლის 31 მარტს დასრულდა.

სულ დარეგისტრირდა 2028 დაწესებულება - 1705 საჯარო და 323 კერძო საბავშვო ბაღი. რეფორმის მომდევნო ეტაპი თვითშეფასებაა, რის შემდეგაც, 2030 წლამდე ყველა სკოლამდელმა დაწესებულებამ ავტორიზაცია უნდა გაიაროს.

„თვითშეფასების პროცესი ხარისხის სტანდარტებთან დაწესებულების შესაბამისობის შეფასებაა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბაღების მასშტაბები არის საკმაოდ დიდი და ასევე, თვითონ პროცესი არის საკმაოდ კომპლექსური, მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფორმაცია მოგროვდეს ელექტრონულ პლატფორმაზე და სანამ აღნიშნული პლატფორმა ჩაეშვება გამოყენებაში, მიმდინარეობს მისი პილოტირება. პილოტირება დაიწყო თებერვალში და დასრულდება აპრილის თვეში. პილოტირების მიზნით შევარჩიეთ სხვადასხვა დაწესებულებები, რათა ყველანაირი სიტუაციის მქონე ბაღებში გაგვეტესტა პლატფორმა“, - თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განათლებს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ხითარიშვილმა.

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა, რომელთა შერჩევაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, ქვეყნის ყველა საბავშვო ბაღი უნდა მოინახულონ, შესაბამისი რეკომენდაციები გასცენ და ავტორიზაციის თარიღი ინდივიდუალურად განსაზღვრონ.

ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შემოწმება მხოლოდ ორი, შრომის უსაფრთხოებისა და კვების ხარისხის მიმართულებით მიმდინარეობს. რეფორმის შედეგად კი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხუთი მიმართულებით გააგრძელებს მათ მონიტორინგს. მათ შორის, გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობა, 

საბავშვო ბაღებმა უნდა გაარკვიონ, რომელ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ და რა დრო დასჭირდებათ პრობლემის მოსაგვარებლად - ახალი ეტაპი იწყება

„2030 წელს ყველა საბავშვო ბაღში იმუშავებს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა და ბაღი იქნება მუდმივი განვითარების გზაზე“, - ამბობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, კახაბერ ერაძე. 

კერძო საბავშვო ბაღებს 3-დან 5 ათას ლარამდე თანხის გაღება მოუწევთ - რა იწვევს ბაღის მფლობელთა პროტესტს

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის აღნიშნული რეფორმა რომ დამატებითი ხარჯია, ამაზე ყურადღებას საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, თეკლე კაპანაძე ამახივილებს და კერძო ბაღებისთვის განსაკუთრებულ მხარდაჭერას მოითხოვს.

„თუ გაძლიერდება კერძო ბაღების მხარდაჭრა, რომ მათ შეძლონ თანამშრომლების გადამზადება, ეს იქნება ძალიან კარგი და დიდი მხარდაჭერა მათთვის, ვინაიდან აღმზრდელის ხელფასი ძალიან დაბალია და თავიანთი ფინანსური რესურსის გამოყოფაც უჭირთ, რომ ეს მიმართონ პროფესიული ზრდის ნაწილში“, - ამბობს თეკლე კაპანაძე.

იხილეთ ასევე:

საბავშვო ბაღების აღრიცხვა დასრულდა - რამდენი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გააგრძელებს მუშაობას

განათლების სამინისტრო საბავშვო ბაღებში გადამზადებულ კადრებს გაგზავნის - „დაგიგეგმავთ მიზნობრივ დახმარებებს და ხელშემწყობ აქტივობებს“

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი