დღის თემა
etaloni.ge
„საჩუქრებით მოსყიდვა ყველაზე ცუდი გამოსავალია“ - ფსიქოლოგის რეკომენდაციები აღმზრდელებისთვის
07.04.2023

კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია, მშობლებს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს იმისთვის, რომ მათ შორის ჯანსაღი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს და შენარჩუნდეს.

რეკომენდაციები

როგორ არ უნდა მოიქცეს მშობელი:

► არასდროს გაეპაროთ ბავშვს;

► არასდროს მოატყუოთ, რომ მალევე დაბრუნდებით;

► არასდროს დატოვოთ ისე, რომ არ აუხსნათ, თუ სად და რატომ მიდიხართ - იგულისხმება ის შემთხვევა,როდესაც ბავშვი ძალიან განიცდის, ტირის;

► ნუ ცდილობთ მანიპულირებას და დაპირებებს ნუ აძლევთ;

► საჩუქრებით მოსყიდვა ყველაზე ცუდი გამოსავალია;

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი:

► ყოველთვის დაემშვიდობეთ გასვლის წინ;

► საჭიროების შემთხვევაში, აუხსენით თუ სად, რატომ და დაახლოებით რამდენი ხნით მიდიხართ;

► თუ იცით,რომ ბავშვი იტირებს, განსაზღვრეთ და მოიტოვეთ წინასწარ დრო იმისათვის, რომ მშვიდად შეძლოთ ახსნა/საუბარი და დამშვიდობება;

► არ უთხრათ, რომ მოხვალთ 3 ან 5 საათში. პატარა ბავშვისთვის ეს ინფორმაცია არაფრის მომცემია. მაგალითად, უთხარით, რომ მას შემდეგ რაც ისადილებს ან დაიძინებს, თქვენ აუცილებლად მოხვალთ;

► თუ ბავშვი გასვლის წინ გთხოვთ რაღაცის მოტანას, მაგალითად, მისი საყვარელი ფუნთუშის ან წვენის - რაც ძალიან უყვარს და თუ დაპირდებით, აუცილებლად მოუტანეთ, რადგან მისთვის ეს ემოციაა და ის ამ გზით იგებს, რომ თქვენ ის გახსოვდათ,  ისევე, როგორც მისი თხოვნა;

► ერთად მოიფიქრეთ დამშვიდობების რიტუალი, რასაც ყოველ ჯერზე მიმართავთ.

„ამ ყველაფერში კი უმთავრესი ის არის, რომ თქვენ ამ გზით გამოხატავთ ბავშვისადმი ყურადღებას და პატივისცემას, რაც თქვენს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბების და შენარჩუნების საუკეთესო წინაპირობაა“, - მიმართავს ნანა ფიფია მშობლებს.

იხილეთ ასევე:

ასეთ ბავშვებს ზრდასრულ ასაკში აქვთ კარგი ჯანმრთელობა და ჯანსაღი ურთიერთობები

„მამას დაავიწყდა“ - სანამ თქვენს შვილებს ასე მოექცევით, წაიკითხეთ

დღის თემა
etaloni.ge
სკოლამდელი განათლება
რჩევები
საბავშვო ბაღი
პერსონა
ბებია-ბაბუები
ხელმარჯვეთა კლუბი