ახალციხის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების 25-მა აღმზრედელმა, ორდღიანი ტრენინგი, - „ქცევის მართვა“, გაიარა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ტესტირება ჩააბარეს და საკუთარი კომპეტენცია გამოცდით დაადასტურეს.
ტრენინგზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
► პოზიტიური ქცევის მხარდაჭერის სისტემა;
► ჯგუფის მართვა;
► ქცევის ფუნქციური შეფასება;
► ტანტრუმი.
„მიღებული ცოდნა მსმენელებს ქცევის მართვის სწორი სტრატეგიების გამოყენებასა და ქცევის მართვასთან დაკავშირებული მუშაობის დაგეგმვაში დაეხმარებათ“, - ნათქვამია ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი-აღზრდის დაწესებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე:
ვის აქვს უფლება, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტაროს - დოკუმენტში გაწერილი დეტალები