სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები მალე სკოლების მოსწავლეებად იქცევიან.
ბაღიდან სკოლაში წასვლა მნიშვნელოვანი პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს პერიოდიც სწორად იყოს მართული უფროსების მიერ, რათა ტრანზიციამ მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაიაროს ბავშვისთვის.
ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევში მოცემულია რჩევები, თუ რა შეიძლება გააკეთოთ ბავშვის სკოლაში მიყვანამდე.
რა შეგვიძლია გააკეთოს ბაღის აღმზრდელმა
ბავშვები დადებითად განაწყეთ სკოლის მიმართ, წაახალისეთ, რომ ითამაშონ სკოლობანა, წაიყვანეთ ექსკურსიაზე მიმდებარე სკოლაში, შეეცადეთ ეს ვიზიტი პოზიტიური იყოს ბავშვებისთვის.
სთხოვეთ სკოლის რომელიმე მასწავლებელს სახალისო და საინტერესო აქტივობა ჩაუტაროს ბავშვებს. ამით ბავშვებს დაეხმარებით იმ შიშის დაძლევაში, რომელიც შესაძლოა ჰქონდეთ სკოლის, როგორც უცხო ადგილის მიმართ.
რა შეგვიძლია ვურჩიოთ მშობელს
წაახალისეთ მშობლები ბავშვს წინასწარ დაათვალიერებინონ ის სკოლა, რომელშიც მომავალში უნდა იაროს. კარგი იქნება, თუ ბავშვს ამ შემთხვევაშიც თან ექნება ფოტოაპარატი. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ, რომ ბავშვისთვის სკოლის გარემოც ნაცნობი და ახლობელი გახდეს.
იხილეთ ასევე:
რა დონეზე უნდა იცოდეს ბავშვმა მათემატიკა სკოლაში შესვლამდე
როგორ დავეხმაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შემეცნების განვითარებაში - რეკომენდაციები