გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი მუნიციპალიტეტის 9 საბავშვო ბაღში ხორცილედება - სოფელ გურჯაანის მე-2, კარდენახის მე-3 და მე-4, ბაკურციხის, ყიტაანის, მუკუზნის, კალაურის მე-2, კახიფრის და ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღებში.
„გათბობის დამონტაჟებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება“, - იტყობინება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.
იხილეთ ასევე:
ბაღებისთვის, სადაც მშობლებს სკამების მიტანას სთხოვდნენ, ბიუჯეტიდან 222 780 ლარი გამოიყო