ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. სულ 330 ახალი საბავშო ბაღი უნდა აშენდეს და 555-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება.
2023 წელს კი, ამ პროგრამის განსახორციელებლად, 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომელიც საბავშვო ბაღების მშენებლობას კურირებს, პერიოდულად აცხადებს ტენდერებს სხვადასხვა რეგიონებისთვის.
19 საბავშვო ბაღისთვის ტენდერი გამოცხადდა - კახეთისთვის 10 მილიონი გამოიყო, გურიისთვის კი 15
16 სკოლამდელი დაწესებულება, რომელიც 14 თვეში უნდა აშენდეს - საბავშვო ბაღების ჩამონათვალი
ამჯერად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერები 32 მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის გამოაცხადა.
სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები:
ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში - მუხურაში და სამტრედიაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთაშუაში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - ქალაქ წალენჯიხაში და სოფელ ობუჯში და ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღებს ააშენებენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში: ანანურში, ფასანაურში, პირმისაანთკარში, ბაზალეთში, არაგვისპირში და აბანოსხევში. ექვსივე სოფელში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდება.
ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში - რუისში, ურბნისში, აბანოში, ქვენატკოცაში, ბრეთში, წვერში ბაღები 75 ბავშვზე იქნება გათვლილი.
75 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღებს ააშენებენ ასევე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში, წალკის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში - თრიალეთში და კაბურში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2 სოფელში - ვაშლოვანში და ორბეთში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანიში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ზუგდიდში და სოფელ ერგეტაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში, ქალაქ ახალქალაქში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში - ნიგვზიანისა და გაგურში, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში, სოფელ უდესა და ქვემო ენთელში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფარიძეში და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - ქალაქ საგარეჯოში, ასევე, 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები აშენდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში, მერიაში და შრომაში 75 ბავშვზე გათვლილი ბაღები უნდა აშენდეს. ხოლო ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მთისპირში, მაკვანეთსა და ბოხვაურში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღები ექნებათ.
ქალაქ მცხეთაში, რუსთაველის ქ. N66-ში, 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი უნდა ააშენონ.
„სამუშაოები უნდა განხორციელდეს უწყვეტად და მიმწოდებელი ვალდებულია, დათქმულ ვადებში განახორციელოს სამუშაოები“, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში, თუმცა, აღნიშნული ვადები ჯერჯერობით უცნობია.
იხილეთ ასევე:
ღობე, ხეებისა და ბუჩქებს ზოლი, საჩრდილობლები, ატრაქციონები - როგორი იქნება ახალი საბავშვო ბაღები
სად შენდება თბილისში ახალი საბავშვო ბაღები და რა უჯდება ბიუჯეტს თითოეული - უბნების ჩამონათვალი